Thursday, April 24, 2014

სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი -"ჩვენი შემოქმედება''- მოსწავლეთა ხელნაწერი წიგნი

2. პროექტის მთავარი იდეა -მხატვრული ტექსტების შექმნა

 3.პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების, ტექსტის რედაქტირების, ანალიზის,კომპიუტერის მოხმარების (სკანირება) უნარ-ჩვევების განვითარება; მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან მხატვრული ტექსტები, განუვითარდებათ სხვათა ნამუშევრების შეფასების (ესთეტიკური) უნარები, გახდებიან კრეატიულები.

4. პროექტის მიზნები:

  • მოსწავლეები მოიფიქრებენ  ტექსტის სიუჟეტს;
  • შექმნიან ტექსტებს;
  • როგორც ახლობლების, ისე თანაკლასელების შენიშვნების გათვალისწინებით ტექსტებს გაასწორებენ;
  • გადამწერლები (კალიგრაფები ) ტექსტებს გადაათეთრებენ; 
  • მხატვრები წიგნს გააფორმებენ;
  • ხელნაწერი წიგნის პრეზენტაცია;
  • წიგნის განთავსება ბლოგზე.

 5.   მონაწილეთა ასაკი -13-14 წლის; მე-8 კლასი.

6. ვადები: ერთი თვე;

 7.მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შექმნიან ხელნაწერ წიგნს " ჩვენი შემოქმედება", დაასკანირებენ და განათავსებენ ინტერნეტში

. 8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: სკანერი, ფლომასტერი, ალბომი.

 9.პროექტის მსვლელობა: შევადგენთ მოქმედების გეგმას, მოსწავლეები გაეცნობიან მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებასა და მითითებებს,თუ როგორ შექმნან ტექსტები (მხატვრული ნაწარმოებები), თანამიმდევრულად გან ახორციელებენ შემდეგ პროცესებს: შავად წერენ ტექსტებს, კითხულობენ კლასში, ითვალისწინებენ შენიშვნებს და რედაქტირების შემდეგ ათეთრებენ. შემდეგ ჩავატარებთ პრეზენტაციას, შევაჯამებთ
პროექტს და წიგნს განვათავსებთ ბლოგზე.


 10.საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნების საგანთან და ესგ-სთან-მე-8 კლასის სახელმძღვანელოთი ( ვ. როდონაია) გათვალისწინებული სტანდარტები.

1.პროექტის ხელმძღვანელი: მ. შარმაზანაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


 12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა-marina.sharmazanashvili@gmail.com


 13.ბლოგი- http://marinaqartuli.blogspot.com/

No comments:

Post a Comment