სასწავლო პროექტი -"ჩვენი შემოქმედება''- მოსწავლეთა ხელნაწერი წიგნი
2. პროექტის მთავარი იდეა -მხატვრული ტექსტების შექმნა
3.პროექტის აქტუალობა-მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების, ტექსტის რედაქტირების, ანალიზის,კომპიუტერის მოხმარების (სკანირება) უნარ-ჩვევების განვითარება; მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან მხატვრული ტექსტები, განუვითარდებათ სხვათა ნამუშევრების შეფასების (ესთეტიკური) უნარები, გახდებიან კრეატიულები.
4. პროექტის მიზნები:
- მოსწავლეები მოიფიქრებენ ტექსტის სიუჟეტს;
- შექმნიან ტექსტებს;
- როგორც ახლობლების, ისე თანაკლასელების შენიშვნების გათვალისწინებით ტექსტებს გაასწორებენ;
- გადამწერლები (კალიგრაფები ) ტექსტებს გადაათეთრებენ;
- მხატვრები წიგნს გააფორმებენ;
- ხელნაწერი წიგნის პრეზენტაცია;
- წიგნის განთავსება ბლოგზე.
5. მონაწილეთა ასაკი -13-14 წლის; მე-8 კლასი.
6. ვადები: ერთი თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ხელნაწერ წიგნს " ჩვენი შემოქმედება", დაასკანირებენ და განათავსებენ ინტერნეტში
. 8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: სკანერი, ფლომასტერი, ალბომი.
9.პროექტის მსვლელობა: შევადგენთ მოქმედების გეგმას, მოსწავლეები გაეცნობიან მე-8 კლასის სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებასა და მითითებებს,თუ როგორ შექმნან ტექსტები (მხატვრული ნაწარმოებები), თანამიმდევრულად გან ახორციელებენ შემდეგ პროცესებს: შავად წერენ ტექსტებს, კითხულობენ კლასში, ითვალისწინებენ შენიშვნებს და რედაქტირების შემდეგ ათეთრებენ. შემდეგ ჩავატარებთ პრეზენტაციას, შევაჯამებთ
პროექტს და წიგნს განვათავსებთ ბლოგზე.
10.საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნების საგანთან და ესგ-სთან-მე-8 კლასის სახელმძღვანელოთი ( ვ. როდონაია) გათვალისწინებული სტანდარტები.
1.პროექტის ხელმძღვანელი: მ. შარმაზანაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა-marina.sharmazanashvili@gmail.com
13.ბლოგი- http://marinaqartuli.blogspot.com/
